ხოშტარია კობახიძის განცხადებაზე – ჩემი კოლეგებთან დაპირისპირება და აქცენტების გადატანა არ გამოუვათ 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება” – ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს უპასუხა, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოშიმშილე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

მისი თქმით, ხელისუფლებას მთავარი თემიდან აქცენტის გადატანა და ოპოზიციონერებს შორის განხეთქილების ჩამოგდება არ გამოუვა.

“ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუვათ. ერთადერთი რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო” – განაცხადა ხოშტარიამ.

You may also like

Leave a Comment