6 021 ახალი შემთხვევა, 3 792 გამოჯანმრთელებული, 75 გარდაცვლილი, 5 254 აცრილი – 9 ნოემბრის კოვისტატისტიკა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  6 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488  PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 761 067 -მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 696 921  შეადგინა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 75  პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584პ ირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 254 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა  2 010 783 აცრა.

You may also like

Leave a Comment