გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტის წერილს აქვეყნებს. მსჯავრდებულის თქმით, იგი გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს, ერთ-ერთმა ციხის თანამშრომელმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში” და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე”- აცხადებს სააკაშვილი თავის წერილში.