გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესიდან გიგი უგულავა, რომელიც ერთერთი ბრალდებულია, მოსამართლემ გააძევა.

სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა უგულავამ განაცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა – არა, ესე იგი, არა. ამასთან, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთშიც არ ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა უნდა პატიმარს და უარს ეუბნები“- განაცხადა გიგი უგულავამ.

You may also like

Leave a Comment