ჯონ სენდვიჯი: გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ ვერ იქნება

by ვაჩე ხრიკული
0 comment

მიხეილ სააკაშვილი მისმა ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა გლდანის მე-18 ციხეში მოინახულა. შემდგომში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი გაეცნო პატიმრის მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს საჭირო სამედიცინო და უსაფრთხოების კრიტერიუმებს.

ეს არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ იქნება. არ ვარ ქართული სამართლის სპეციალისტი, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს დაკავებულის ზრუნვის ვალდებულება, რაც ამ დაწესებულებაში ადეკვატურად ვერ შესრულდება”- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.

სენდვიჯი გამოეხმაურა გავრცელებულ კადრებსაც, სადაღ აღბეჭდილია თუ როგორ გადაყავთ სააკაშვილი ძალის გამოყენებით ციხის საავადმყოფოში.

“ძალიან შემაშფოთებელია, როგორც ექცევიან. მისი ძველი პოზიციიდან გამომდინარე, მოვალეობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა შესრულდეს. არ ვამბობ, რომ პრივილეგიით უნდა ისარგებლოს, თუმცა, რაც მე ვნახე ამ დაწესებულებაში – ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჰყავდეთ აქ უსაფრთხოდ.”- თქვა მან და აღნიშნა რომ მიუხედავად ამისა ახლა პრიორიტეტული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

You may also like

Leave a Comment