პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა;
“ყველა, ვისაც შესტკივა გული ამ ქვეყნის მომავალზე, ვისაც შესტკივა გული ხვალინდელ დღეზე, ვისაც შესტკივა გული საქართველოზე, ვისაც შესტკივა გული ჩვენს სახელმწიფოებაზე, ქუდზე კაცი გამოვა და დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას და დაიცავს მიხეილ სააკაშვილს!”
“როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! ყველას მოუწევს პასუხისგება,- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების ქმედებები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
“მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა. საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენი გზა ევროპისკენაა”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ამასთან, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივლენ, “რომელიც სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს ჩადის”.