230
თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებმა გადააგდილება “ავლაბარის” მეტროს მხრიდან დაიწყეს. მათი მოთხოვნა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმის ავტობუსები და წყლის ჭავლის მანქანები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანამდე გაავრცელა განცხადება, რომ მორაობის უსაფუძვლო ბლოკირება ცდება საპროტესტო აქციაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა.