“გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები ორმა მოსამართლემ გამოუშვა უდო-თი, რომელთაგან ერთი ახლა მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე” – სააკაშვილი 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ე.წ. გირგვლიანის საქმე,  არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება ოფიცრების შეწყალებას და ამას კავშირი გირგვლიანთან არ ჰქონდა. სააკაშვილის თქმითვე, მსჯავდებულები მაშინ ორმა მოსამართლემ გაათავისუფლა, რომელთაგან ერთი ახლა მისი საქმის მოსამართლეა ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

“ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას — პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის ომის შემდეგ. მოხდა ამნისტია სამხედროების — 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ, ამნისტია კი არ მოხდა, 2-ჯერ შემცირება მოხდა საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და მოსამართლემ, ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი უდო-თი და აქედან ერთი მე ახლა მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?” — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.

You may also like

Leave a Comment