ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: “ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას” 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაში გამოსვლას დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა ჰგავდა იმ დიქტატორის სიტყვებს, რომელმაც ძალაუფლება დაკარგა.

“გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები “პატრიარქის შემოდგომა”. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

Leave a Comment