“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ცალკეული სუბიეტების ქმედებაზე იქნება დამოკიდებული.
„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5 %-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5 %-იანი ბარიერით”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უცნობია რა ცვლილებები შევა კანონპროექტში და გაუკეთებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციას საჩუქარს, როგორც ირაკლი კობახიძე ბარიერის შეცვლას უწოდებს.
“ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული”,-აღნიშნავს კობახიძე.
203