“ლელოს” წევრი საბა ბუაძე ხელისუფლებას მოუწოდებს , სამი წლით მედია ყველანაირი გადასახადისგან გაათავისუფლოს. “ლელოში” ფიქრობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა საზოგადოების და მედიის ინტერესებს დააბალანსებს, ამასთან შემცირდება ის მოსალოდნელი დანაკარგები, რომელიც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებითა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით იქნება გამოწვეული.
“ბევრი მედიასაშუალებისათვის აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შემოსული თანხები წარმოადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლის 20%-ს. ამიტომ აუცილებელია, რომ დავაბალანსოთ მედიის ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრემიერისგან პრობლემები შეექმნას”,- აღნიშნავს ბუაძე.
ის მმართველ პარტიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს, რომლის მიზანი არის არა აზარტული თამაშების რეგულირება, არამედ მედიაზე ზეგავლენა.
“„ქართულ ოცნებას“ აზარტული თამაშების რეგულირება და მოწესრიგება კი არ უნდა, მათ სურთ აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინონ ზეგავლენა”,- მიიჩნევს საბა ბუაძე.