თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა 3000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომლებიც უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, უგულავამ მათ „ძაღლები” უწოდა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
უგულავას განცხადებით კი, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისივე თქმით, ხელისუფლება დაკავებებითა და დაჯარიმებით ცდილობს, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას.
“რაც უფრო მეტს დაიჭერენ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ ეს ზამბარა მათ ცხვირში”, – განაცხადა გიგი უგულავამ პროცესის დასრულების შემდეგ.
გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 29 ნოემბერს დააკავეს