ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვს  

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მისი შვილის, დათო სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვს. მისი თქმით, მისთვის მთავარი იყო სიმართლის დამტკიცება. ამასთან ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ არასდროს აპატიებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქმის გაყალბებსა და მტკიცებულებების გაქრობაში მონაწილეობდნენ.

“რადგან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ? ვაი, თქვენს პატრონს საით მიაქანებთ საქართველოს? ზუსტად ამის მსხვერპლი არის ჩემი შვილი, მეტი არაფრის გათითოთკაცებული ვიღაც ნაძირლების შვილებმა შეიწირა, მამიკოები რომ თავზე ხელებს უსვამენ. მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა, ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი ამას, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო, დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? განა ის ბავშვები და იმათი მშობლები არ მეცოდება?! მე ბოლო სასამართლოზეც ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის ყველა გამოუშვან. გამოუშვან კალანდიაც. აღარაა მკვლელები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე. ზაზა სარალიძეზე რას იტყვიან აღარ მაინტერესებს, მაგრამ ერთი დაიამხსოვრეთ – ფხაკაძეს, გუგუშვილსა და ფიფიას (შენიშვნა: ზაზა სარალიძე გულისხმობს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც, მისი თქმით, ხელს უშლიდნენ მართლმსაჯულების აღსრულებას, აყალბებდნენ და ანადგურებდნენ მტკიცებულებებს),  ამ სამ კაცს, სანამ ცოცხალი ვარ, არ ვაპატიებ ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდა ის მოდით”  – განაცხადა ზაზა სარალიძე “TV პირველის” გადაცემა “რეაქციაში”.

You may also like

Leave a Comment