იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის 4 კანდიდატის უვადოდ დანიშვნას მხარი დაუჭირა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა ხმა მისცეს ნინო სანდოძის, თეა ძიმისტარაშვილის, გენადი მაკარიძისა და თამარ ოქროპირიძის უვადოდ დანიშვნას.

კენჭისყრის პროცესს მმართველი პარტიის გარდა ესწრებოდა ორი ოპოზიციური პარტია: “მოქალაქეები” და “ევროპელი სოციალისტები”. ოთხივე კანდიდატს უნდობლობა გამოუცხადა მხოლოდ მოქალაქეების დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.

შემდეგი ეტაპი არის პლენარული სესია, სადაც საბოლოოდ უნდა უყარონ კენჭი ოთხივე მოსამართლის უვადოდ გამწესებას უზენაეს სასამართლოში.

You may also like

Leave a Comment