202
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს ხვალინდელ სხდომაზე ჟურნალისტები დაუშვას.
სააკაშვილის თქმით, ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ “ისტორიულად სამარცხვინო პროცესი”
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება” – წერია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.