205
დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას “თელასი”ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.
ელექტრომომარაგება გლდანის რაიონში, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე იპოლიტოვ-ივანოვის და მარსელის ქუჩების მოსახლეობას შეეზღუდება.
“კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.