კელი დეგნანი კობახიძეს პასუხობს: მეც მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“მეც მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ” – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანამა განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა, რომელმაც გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავად არის კონსტიტუციონალისტი, ხოლო აშშ-ს ელჩი, ამ სფეროს ექსპერტი არაა.

“პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს.

ასევე, მეც მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო” – ამბობს კელი დეგნანი.

You may also like

Leave a Comment