ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა და 8 წლის შვილი გარდაიცვალა

by ნინო გიგიშვილი
0 comment

თბილისში, ქეთევან წამებულის 29 ა ნომერში  დედა და 8 წლის შვილი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  “თბილისი ენერჯიში” აცხადებენ, რომ  საცხოვრებელ სახლში წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დაყენებული. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. ამ ეტაპზე სამეზობლოში გაზის მიწოდება უსაფრთხოების მიზნით არის შეჩერებული.

ენერგო ომბუდსმენი მოსახლეობას მოუწოდებს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ.

” ძალიან სერიოზული დარღვევები არსებობდა შიდა ქსელებზე, ფართში იყო განთავსებული სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იყო აბსოლუტურად მოწყობილი იმ დონეზე, რომ ფაქტობრივად გარდაუვალი იყო ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს. “

“CO კლავს წამებში. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შეიძლება ჟონვა არის, შეიძლება გაზის სუნი გესმით ვანიავებთ ფართობს, ვტოვებთ საცხოვრებელ ფართს, ვრეკავთ საავარიო სამსახურში- ვატყობინებთ, რომ ისინი მოვიდნენ, არ ვანთებთ ელექტრო ენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს, მაშინვე ვიძახებთ სპეციალისტებს- განაცხადება გააკეთა ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა

 

 

You may also like

Leave a Comment