ლიზა იასკოს გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

by ნინო გიგიშვილი
0 comment

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეს, ლიზა იასკოს ერთ საათზე მეტია გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ. უკრაინელი პოლიტიკოსი რამდენიმე საათია მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის ნახვას უშედეგოდ ელოდება.

არ შეშვების მიზეზად კი სახელდება ის, რომ თავდაცვის სამინისტროს წესების თანახმად შაბათ-კვირას მხოლოდ მედიკოსები დაიშვებიან დაწესებულებაში. პოლიტიკოსი ლიზა იასკო ამ დრომდე ელოდება ნებართვას, რომ ნახოს თავისი მეუღე. ის ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

You may also like

Leave a Comment