ლიზა იასკო-“არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობა უმჯობესდება.”

by ნინო გიგიშვილი
0 comment

მესამე პრეზიდენტის მეუღლემ, ლიზა იასკომ მედიასთან განცხადება გააკეთა

“არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობა უმჯობესდება.

მე მქონდა შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში მენახა ის და უარესადაა.

დასიებული აქვს სახე და ტანი, გამონაყარი აქვს კანზე ნერვიული მდგომარეობის გამო, აქვს ხედვის პრობლემები, დაუვარდა ჰემოგლობინი, სუსტადაა.

მე ვამჩნევ, რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე და ეს ყველაფერი მაშფოთებს. ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს რა თქმა უნდა წამოუდგენლად მიმაჩნია. ეს გადაწყვეტილება მკვლელობის ტოლფასი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან ცუდადაა და მას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი. მიხეილ სააკაშვილის გეგმაა, რომ საჭიროა ცვლილებები ქვეყანაში. ბევრი აქციაა ქვეყანაში, ბევრ ადამიანს საპროტესტო აქციებზე აკავებენ და ეს რა თქმა უნდა უსამართლობაა, ამას ამბობს მიშა”- განაცხადა ლიზა იასკომ

You may also like

Leave a Comment