ამერიკის შეერთებული შტატები ეუთოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაზე მუშაობს.
იმ წინააღმდეგობით, რომელსაც ვაშინგტონი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის და ჰელსინკის საბოლოო აქტის დარღვევაზე ახდენს.
“ვფიქრობ, მეგობართა ჯგუფის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს რომ საქართველოს ჰყავს მხარდამჭერთა ძლიერი გუნდი, რომელიც მხარს უჭერს ეუთოში, ევროკავშირსა თუ ნატოში.
ეს თქვენი დასავლელი მეგობრები არიან და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპების მტკიცებას და რუსეთთან ოპონირებას, რომელიც ამ საკითხში იზოლირებულია. ვფიქრობ, ეუთოში ამგვარი დოკუმენტის ყოველწლიურად მიღება არის ჩვენი ჩართულობის დასტური. რაც შეეხება ამერიკას საქართველოს ურთიერთობების მომავალს-ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკვეული დრო დასჭირდა პორტფელების გადანაწილებაში. ეს განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტს ეხება. ახლა კი ყველა თავის სკამს უზის და მზად არის სამუშაოდ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკის მხრიდან მეტ ვიზიტს ვნახავთ სამხრეთ კავკასიაში და ასევე მეტ ჩართულობას. მე ვიცი, რომ ეს პრეზიდენტის პირადი ინტერესია. მის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ეუთოში უფრო მეტს ვიმუშავებთ ხელშესახები შედეგებისთვის- განაცხადა მაიკლ კარპენტერმა