248
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც თან უწყების მიერ გაგზავნილი სმს შეტყობინებების “სქრინიც“ დაურთო.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება.
სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს..”- წერს მელია
როგორც შეტყობინების ტექსტიდან ხდება ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს სუსის გამომძიებელი, ირაკლი ყაფლანიშვილი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს.
იხ. სმს შეტყობინებები