209
თბილისში CO-თი მოწამვლას დედა და შვილი ემსხვერპლა. მათ ბინაში უსაფრთხოების წესების დარღვევით გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჰქონდათ დამონტაჟებული.
“გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდა. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს დანადგარებით, რაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში. ჰქონდათ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი”, – განაცხადა შემთხვევის ადგილას “თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა.