ამირან გამყრელიძე:  ” პანდემიით გამოწვეული სირთულის წელში გასატეხად ყველაზე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში პანდემიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.

​მისი თქმით, კოვიდით ინფიცირების ახალი შეთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. გამყრელიძემ მოქალაქეებს დეკემბერში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ურჩია.

“ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, კვლავ მაღალია.

დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ – პირბადის უნივერსალური ტარება, როგორმე უნდა გავზარდოთ და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა” – განაცხადა ამირან გამყრელიზემ

You may also like

Leave a Comment