სამართალდამცველებმა თბილისში, კერძოდ სანზონაში, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა. გარდაცვლილი ასევე მოზარდია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.
მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს” – წერია შსს-ს მიერ გავ