გიგა ბოკერია: ისტორიის სახელმძღვანელოში რუსული პროპაგანდის ტერმინებია გამოყენებული

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

„საერთოდ, ძალიან ფრთხილად ვუყურებ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სახელმძღვანელოებში მიმდინარე პოლიტიკური ამბების სწავლებას, იმ ტიპის უახლესი ისტორიის მონაკვეთის, რომელიც დღესაც პოლიტიკური მწვავე დაპირისპირების ან განსჯის საგანია. ასეთ რაღაცებს მგონია, რომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ძალიან” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმძრვანელოსი რუსული პროპაგანდის ტერმინებია გამოყენებული.

“რაც ვნახე და მოვისმინე ამ წიგნთან დაკავშირებით, იქ უფრო აღმაშფოთებელი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არის არც თუ ისე ფარული დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რა ხდებოდა 2008 წელს რუსეთის აგრესიის მხრიდან, რა ტიპის ტერმინებია გამოყენებული. მაგალითად “სარკოზი-მედვედევის” შეთანხმება უფრო რუსული პროპაგანდის ტერმინებია.

ჯამში, ჩემი აზრით, ამ საკითხებში ჩვენ გვჭირდება მშობლებისთვის მეტი წონის მიცემა სკოლის დონეზე და ზოგადად, საზოგადოებრივი კლიმატის გამოცვლა. ამ საზოგადოებრივი კლიმატის და ამ რეჟიმის მიერ შექმნილი მორალური კლიმატის შედეგი მგონია ამ ტიპის მოვლენები, რასაც ახლა ვხედავთ ამ წიგნში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით” – განაცხადა ბოკერიამ.

You may also like

Leave a Comment