“ქართული ოცნების” სტრასბურგში ვიზიტი იყო სრული კრახი – სალომე სამადაშვილი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ნოემბრის თვეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრები სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვივნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილის თქმით ვიზიტმა სრული კრახი განიცადა, რადგან ოცნებამ ბევრ შეხვედრაზე უარი მიიღო.

“მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები კობახიძეს არ შეხვდნენ, უარი უთხრეს შეხვედრაზე იმიტომ, რომ მათთან გვერდში გამოჩენა უკვე დამაზიანებელია. მათ შორის ისეთი ხალხისთვის, ვინც თავის დროზე, ქართული ოცნების სერიოზული მოკავშირე იყო ევროპაში. ქართულ ოცნებასთან შეხვედრა უკვე დისკრედიტაციაა ბევრი პოლიტიკოსისთვის. ეს იყო სრული კრახი. მათი ვიზიტი სტრასბურგში იყო სრული კრახი, სადაც ვერ შეხვდნენ ბევრ ადამიანს, უარი მიიღეს შეხვედრაზე” – თქვა სალომე სამადაშვილმა.

You may also like

Leave a Comment