2022 წლის კოვიდის ხარჯებზე 500 მილიონია განსაზღვრული – ფინანსთა მინისტრი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის შესახებ და შემდეგი წლის ბიუჯეტში მის წილ ხარჯებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2022 წელს პანდემიასთან ბრძოლისთვის 500 მილიონ ლარამდეა განსასღვრული ბიუჯეტში.
“კოვიდთან მიმართებაში სამედიცინო ხარჯები დაახლოებით 500 მილიონით ლარით გვაქვს განსაზღვრული, აქ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პრაქტიკულად ამაში არ შედის ის ვაქცინები, რომელიც უკვე წელს შევიძინეთ და პრაქტიკულად წელს გვაქვს ნაყიდი მომდევნო წლისთვის საჭირო ვაქცინების შესაბამისი ოდენობები, და პრინციპში გარკვეულწილად ეს მოიცავს მკურნალობის ხარჯებს.”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

You may also like

Leave a Comment