საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაიზერის ბუსტერდოზის გაკეთება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 5 თვის შემდეგ, ხოლო სინოვაკისა და სინოფარმის შემთხვევაში კი 3 თვის შემდეგ.
ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ასევე შესაძლებელია 12 წლიდან არასრულწლოვნების აცრაც.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც 31 დეკემბრამდე კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზით მაინც აიცრებიან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 871 580 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 813 872 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 12 466 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 32 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 135 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 545 პირი.