საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი

by მარიამ მებონია
0 comment

საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 4 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 59 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 328 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით-36 011, ხოლო “პისიარ”-ტესტით-11 317.

ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური-9, 53%, ბოლო შვიდი დღის-8,13%, ბოლო 14 დღის-8,52%

სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 871 580 შემთხვევა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 813 872, გარდაცვლილთა კი -12 466.

სულ ჩატარდა 2 251 150 აცრა, დღიურად აცრილია 12 194.

სტაციონარში მეთვალყურეობას გადის  6 545  ადამიანი, კარანტინში იმყოფება 32 , კლინიკურ სასტუმროში კი 1 135 პირი.

 

You may also like

Leave a Comment