“გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში” – კახა ქემოკლიძე

by oninfo.ge
0 comment

„საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება – სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ,- ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე კახა კალაძის მიერ გუშინ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, გახარია დადანაშაულება ბევრ რამეში შეიძლება, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში.

“ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით – ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი – ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით – ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის – ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”,- განაცხადა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს,  გიორგი შარაშიძეს მისი პარტიის ლიდერის პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტების მოძიება ურჩია.

-“ძალიან უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი”, – აღნიშნა კალაძემ.

You may also like

Leave a Comment