231
„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები! – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბრიფინგზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დაბლოკვის ფაქტს ეხებოდა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოს კულტურის სამინისტროში დღეს დაანონსებულ ბრიფინგზე არ შეუშვეს და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.