„არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს, უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა“ – მიხეილ სააკაშვილი

by oninfo.ge
0 comment

„მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში, უფრო თავისუფალი და მობილიზებული, ვიდრე ვიყავით.“ – საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მხარდამჭერებს მიმართა. წერილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არავითარი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკაში ლიდერების სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიდეს.

,,აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვემუშავოთ ახალგაზრდებს და ავუხსნათ ბევრი რამ. არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუააზიის მთავრობებს.

უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში, უფრო თავისუფალი და მობილიზებული, ვიდრე ვიყავით.

დღეს ბევრი ნიჭიერი და გენიალური ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან, თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით მეტი და მეტი ხალხი შეგიერთდებათ. თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ! წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს”, – ნათქვამია მიმართვაში.

You may also like

Leave a Comment