259
თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს – ქიბარ ხალვაშს რჩება.
სარჩელი „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე ორი წლის წინ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ შეიტანეს. მოსამართლე გოჩა დიდავამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისვე გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას ყადაღაც მოეხსნა და ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.