ავტოგასამართი სადგურის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

სამართალდამცველებმა გურიაში, ავტოგასამართი სადგურის ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა “ლუკოილის” ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია “ლუკოილის” ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment