დღეს საქართველოში ძირითადად წვიმიანი ამინდი იქნება

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოში ძირითადად წვიმიანი ამინდი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება.

“ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაწვიმდება, მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება. დედაქალაქ თბილისში დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

You may also like

Leave a Comment