„ვფიქრობ, ამას კისინჯერიც კი ვერ წარმოდგენდა“ – აინ კელი კახა კალაძის განცხადებაზე

by oninfo.ge
0 comment

“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფის გზით. ვფიქრობ, ამას კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს .

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა  ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა.  კახა კალაძემ კი აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: “რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“

You may also like

Leave a Comment