189
თბილისის მერი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, იგი პატივს ცემს ტიკარაძის გადაწყვეტილებას და წარმატებას უსურვებს შემდგომ კარიერაში.
“მე გამიჭირდება საუბარი, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა წარმატებები ვუსურვო. ის რა თქმა უნდა გუნდიდან არ მიმდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი”- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.