226
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.
“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ” – წერია “სუს”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.