კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში ვიქტორ დოლიძემ გაიმარჯვა

by ნინო გიგიშვილი
0 comment

კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში ვიქტორ სანიკიძემ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ მხარს სანიკიძეს დაუჭერდა. 

მე სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, არც ავიღე და პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს წინ ელოდება. 

ევრობასკეტის მსგავსი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა და ჩვენ მას თავს გავართმევთ ღირსეულად, ისე, როგორც ეკადრება ქართულ კალათბურთს და ჩვენს ქვეყანას. 

რაც შეეხება პაატა გურასპაულს – ჩვენ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამ კონფიგურაციით კალათბურთის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობაა”. – განაცხადა სანიკიძემ. 

არჩევნები დღეს, 11 დეკემბერს ჩატარდა. ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დეპუტატიც არის.

You may also like

Leave a Comment