ოპოზიციის თქმით, პირველ რიგში ეს იყო საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაჟღერებული ინიციატივა და მას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული შინაარსი და დატვირთვა.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური შერიგება არის აუცილებელი.
მათი ნაწილი კი ამბობს, რომ შეთანხმდება უნდა მოხდეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე, თუმცა ამბობენ, რომ ამ პროცესს აქვს ერთქგვარი დაბრკოლება და მათი შეფასებით ერთ-ერთი დაბრკოლებაა მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
“პათოსი, რომელიც არის აღნიშნულ განცხადებაში აბსოლუტურად მისაღები და აბსოლუტურად საჭირო.
საჭიროა ჩვენი მოქალაქეების, ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია. საჭირო არის დამშვიდება.
საჭიროა, ამ პოლიტიკუირ რაღაცა კონიუქტურის მოშორება ყველა სფეროდან. თუმცაღა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რომ იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი იგივი სიმაღლეზე, როგორიც არის მაგალითად ომბუდსმენის ინსტიტუტი, გაცილებით დიდი დამაჯერებლობა ექნებოდა ამ განცხადებას -განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრიმა ბაჩო დოლიძემ.
“არის რაღაც პრინციპიპად ფუნდამეტური საკითხები, რომელიც საქართველოსთვის მნიშვლეოვანია – ტერიტორიული მთლიანობა, ნატოში ინტეგრაციის საკითხი, ევროპაში ინტეგრაცია.
ამ საკითხებტან დაკავშირებით დავიწყოთ ფართო კონსენსუსი და შემოვიდეს საზოგადოება, პოლიტიკური პარტია და ა.შ. და ამ გზის მიღწევაში რა გვიშლის ხელს დავიწყოთ იმ ფაქტორების გამორიცხვა”
“გავითვალისწინოთ ასევე პოლიტიკური მდგენელი, რომ ვიდრე სააკაშვილი პატიმარია და ისე ექცევიან, როგორც ექცევიან საპატიმროში- ღირების შემლახველად, არაადამიანური მოპყრობაზეც საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორი” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ

