სპეციალისტებს რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება უჭირთ, თუმცა ვინაიდან ცნობილია, რომ “ომიკრონი” სწრაფი გავრცელების უნარით გამოირჩევა ფიქრობენ, რომ შეიძლება დღეისათვის დომინანტი დელტა შტამიც კი ჩაანაცვლოს.
ეს კი გამოიწვევს ინფიცირებულთა მატებას. იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს შიშობენ, რომ კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
მედიკოსები საუბრობენ ბუსტერ დოზების მიღებაზეც და აღნიშნეს, რომ ვაქცინის სამი დოზა “ომიკრონის” წინააღმდეგ ეფექტურია.
” დღეისათვის ყველაზე უპრიანი და წარმატებული ნაბიჯი არის არსებული რეგულაციების დაცვის გამკაცრება. ვისაც აცრა სურს, თავისთავად აიცრას.
ვინც აცრილები არიან, გაიკეთონ მეამე აცრა-ბუსტერ დოზა. ეს ბუსტერ დოზა არის კიდევ ერთი, რეალური ძალა, რომელიც შეებრძოლება ამ “ომიკრონის” შემობრძანებას.
ამიტომ, ჩვენ ამ “ომიკრონის შემობრძანებას უნდა დავხვდეთ ძალიან მარტივად, მომზადებულები” -მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძემ