კომპანია Moderna გრიპის mRNA ვაქცინის ადამიანებზე ჩატარებული ადრეული ცდების შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ გრიპის ექსპერიმენტული ვაქცინა უსაფრთხოა და ცდებში მონაწილე 180 ადამიანში, დოზირების ყველა დონეზე წარმატებულად წარმოქმნა ანტისხეულების მაღალი დონე, როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანდაზმულებში.
Moderna და ვაქცინის სხვა მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ mRNA ტექნოლოგია დააჩქარებს იმუნიზაციის განვითარებას და წარმოებას, გაზრდის ეფექტიანობას. ეს ტექნოლოგია ორგანიზმში იმუნურ პასუხს იწვევს ადამიანის უჯრედებთან გენეტიკური მოლეკულების მიტანით, რომლებიც პათოგენების საკვანძო ნაწილების კოდებს შეიცავენ.
Moderna-ს ექსპერიმენტული ვაქცინა მიზანში იღებს გრიპის ოთხ შტამს: A/H1N1, A/H3N2, B/Yamagata and B/Victoria, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციათა საფუძველზეა შერჩეული.
კომპანია ასევე მუშაობს გრიპის სხვა ვაქცინებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტ შტამს მოიცავენ,; მათ შორის არის „პან-რესპირატორული ბუსტერი“, რომელიც ფარავს COVID-19-ს, გრიპს და რესპირატორულ-სინციტიალურ ვირუსს (RSV), ჩვეულებრივ ვირუსს, რომელიც გაციებას იწვევს, მაგრამ ჩვილებსა და მოხუცებში ხშირად უფრო სერიოზულადაც მწვავდება.
წყარო: 1tv.ge