212
Stopcov.ge – ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 4 588.
დადებითობის მაჩვენებელი პროცენტულად ასე გამოიყურება: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 7,8%, ბოლო 7 დღის – 7,45%.
სულ აცრილია – 2 311 840, დღიურად – 2 500.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 35, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 138, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 1 183 ინფიცირებული.
სულ კორონავირუსით ინფიცირების 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გარდაცვლილია 12 777 ადამიანი.