1 იანვრიდან თბილისში მოქალაქეებს მგზავრობა ახალი წესებით მოუწევთ, რადგან ტრანსპორტში გადახდის სისტემა იცვლება.
2022 წლის 1-ელი იმოქმედებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ვადიანი აბონემენტები
როგორც მერიის პრესსამსახურმა “რუსთავი2-ს”განუცხადა, სამგზავრო აბონიმენტები სხვადასხვა ვადის იქნება.
“ვადიანი სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების საორიენტაციო თარიღია 1-ელი იანვარი. მგზავრებს ექნებათ ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების გამართვა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დეტალურ განმარტებას მერი გააკეთებ,” – განუცხადეს “რუსთავი2-ს” თბილისის მერიაში.
ამ დროისთვის უცნობია შეიცვლება თუ არა სამგზავრო ტარიფი ახალი საგადასახადო სერვისის ამოქმედების შემდეგ და რა ეღირება – ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები.