აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას – კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტით, თითქმის სრულად, იზღუდება აზარტული თამაშების რეკლამები.
აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთვის ბევრ კითხვებს იწვევს არსებული კანონპროექტი.
ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც საჯაროდ ძალიან კეთილშობილური მიზანი აქვს, ღიად თუ შეფარულად კონკრეტულ მიზანს ატარებს – კრიტიკულ მედიას საარსებო წყარო გადაუკეტოს!