საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

by მარიამ მებონია
0 comment

საქართველოდან 2021 წლის 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში მანდარინის ექსპორტის მოცულობა 49%-ით,  ექსპორტის ღირებულება კი 53%-ით გაიზარდა გასული წლის  ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

„მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 447 ტონა), სომხეთში (4 225 ტონა), უკრაინაში (2 160 ტონა), მოლდოვაში (342 ტონა), ყაზახეთში (182 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (140 ტონა)“,-აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Comment