საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი – 14 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

by გიორგი დემეტრაშვილი
0 comment

​ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3988 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში კოვიდით დაინფიცირდა 894 801 ადამიანი.

უკანასკნელ დღე-ღამეში, კორონავირუსისგან განიკურნა 3 722 პირი, ჯამში კოროვიდ 19-ისგან განიკურნა  840 985 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში კოვიდს ემსხვერპლა 12 826 ადამიანი.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 10 948 ადამიანი აიცრა. ჯამში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 2 324 131 აცრა ჩატარდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 34 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 999, ხოლო  კლინიკურ სასტუმროში – 1 151.

You may also like

Leave a Comment