215
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში 4-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ 61 000 000 ლარი შეადგინა . მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.00 პროცენტით, საშუალო შეწონილი კი 9.963 პროცენტით განისაზღვრა.