აზარტული თამაშების რეკლამირება მარტიდან აიკრძალება

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

2022 წლის მარტიდან საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება.

დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, კანონმდებლებმა ვადა ტელევიზიების თხოვნის საფუძველზე გადაწიეს.

“მარტიდან იკრძალება რეკლამირება, საგადასახადო კუთხით პირველი იანვრიდან. უბრალოდ, ის თხოვნა, რომ ტელევიზიებს მიეცეთ საშუალება,  გადაეწყონ, რამდენიმე თვეს ვაძლევთ და სწორი იყო ეს მიგნება. გვქონდა საუბარი ყველა უწყებასთან, მათ შორის, ასოციაციასთან, საპატრიარქოსთან. მედიასთან რომ გვქონდა პირველ განხილვაზე საუბარი, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება. ერთია სურვილი და მეორეა ოპტიმალური ვადა. ოპტიმალურ ვადად შეირჩა ეს” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

პარტია “ლელო გამოვიდა” ინიციატივით, რომ რეკლამის აკრძალვის პირობებში, მედია 3 წლის ვადით გადასახადებისგან გათავისუფლდეს. საბა ბუაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში “ლელოს” გამართლებულად მიაჩნია აზარტული თამაშების შეზღუდვა.

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულ ვადაში განიხილება, მიზეზად ლუდომანიასთან ბრძოლა სახელდება.

You may also like

Leave a Comment